კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელები სასწავლო პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა 
21-02-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მოსწავლეებისთვის სახალისო და თავშესაქცევია. პედაგოგი ლანა ცირამუა მათ მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით ანებივრებს. 

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი -  „მე – მასწავლებელი“, რომელიც ოქტომბრიდან დღემდე გრძელდებოდა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

ახლახან, პედაგოგმა პროექტის მონაწილეები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა. 

„პატარა „მასწავლებლების“ დიდი გზა. დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა – ჩემი სამი ფრთაფარფატა პირველკლასელი მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დავაჯილდოვეთ! ისინი დიდი მონდომებით ჩაერთნენ პროექტში - „მე – მასწავლებელი“, რომელიც ოქტომბრიდან დღემდე გრძელდებოდა. 

ამ დროის განმავლობაში ბავშვებმა ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება ისწავლეს, გვერდში დაუდგნენ მეგობრებს, დაეხმარნენ, მხარი დაუჭირეს...  მათი პირველი ნაბიჯები ცოდნის გზაზე ნათელი და იმედისმომცემია!“,- აღნიშნავს პედაგოგები და ახარებს მოსწავლეთა გამბედაობა, ცოდნა და სწავლისადმი სიყვარული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203