კრწანისის საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა წიგნიერების კვირეული საინტერესოდ დააგვირგვინეს
20-02-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ. 

შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. წიგნიერების დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. კვირეული კი მე-8 კლასში ლიტერატურის კლასიკოსების ნაწარმოებების კითხვით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს შექსპირის - „რომეო და ჯულიეტა“, ილია ჭავჭავაძის - პოეზია, აკაკი წერეთლის - „გამზრდელი“. 

აქტივობას პედაგოგი თამარ პოპიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203