როგორ ავათვისებინოთ მოსწავლეებს რუკა - ვანის N2 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასში საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილი ჩატარდა
19-02-2025

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასში საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც ნახევარსფეროების რუკების უკეთ ასათვისებლად ჩატარდა სახალისოსთან ერთად შედეგიანი იყო მოსწავლეებისთვის. ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა ფაზლების საშუალებით ააწყვეს ნახევარსფეროების რუკა, რაც მათ დაეხმარათ გეოგრაფიული ობიექტების უკეთ გაცნობასა და სივრცითი აზროვნების განვითარებაში.

აქტივობის პროცესში მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს და ერთმანეთს გაუზიარეს იდეები. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის გამოყენებით ბავშვები უკეთ გაეცნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების თავისებურებებს. თამაშით და პრაქტიკული დავალებით გაიმყარეს კი გეოგრაფიული ცოდნა.

შემოქმედებითი და ინტერაქციული მიდგომა ყოველთვის უფრო საინტერესოს ხდის სწავლას!

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203