კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი სადღესასწაულო სანახაობა 
19-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. ღონისძიებებით განსაკუთრებით დატვირთული იყო წინასაახალწლო პერიოდი. 

სკოლაში ჩატარდა საახალწლო კარნავალი, რომელის მე-12 კლასის ხელმძღვანელმა ლია ირიციანმა,  საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა.

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ.

მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული და სომხური ეროვნული ცეკა-სიმღერები, იუმორისტული სკეჩები.

ახალგაზრდებმა ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. მოსწავლეებს ამ დღის ემოციები დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203