ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილით გარეჯის ფერად უდაბნოს სტუმრობდნენ
19-02-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებს შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

მოსწავლეები გარეჯის ფერად უდაბნოს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ უდაბნო ქვემო ქართლში ზღვის დონიდან 500-600 მეტრზე მდებარეობს. ეს მშრალი, უწყლო ტერიტორიაა მწირი მცენარეულობით. ამ გასაოცარ ფერებს კი აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანები ქმნიან. ისაუბრეს ქანების წარმოშობაზე, ბავშვებმა გაცნობილი მასალიდან გამომდინარე გამოთქვეს ვარაუდები თუ რატომ ქონდა ამ უდაბნოს ასეთი განსხვავებული ფერები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბუნებაში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში ბუნებრივი სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივებას, მათ გარემოსადმი პასუხისმგებლობასა და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას.

„ასევე, ასეთი გაკვეთილები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განავითარონ დაკვირვების უნარები, კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობა, რაც აუმჯობესებს მათი პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში, გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და მადლობას უხდიან ღონისძიების თითოეულ ორგანიზატორს შთამბეჭდავი დღისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203