
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა ეწყობა.
ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეები ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ჰოკეის თამაშს დაესწრნენ.
მე-9 კლასელებმა თბილისის ყინულის არენაზე ჩეხეთის და ავსტრიის ნაკრებების შეხვედრა ნახეს.
მოსწავლეები თამაშიდან შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი მასპინძლობენ. მასშტაბური სპორტული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სტუმრობს.
იხილეთ ფოტოები: