
ექსპერიმენტი, სწავლების ის მეთოდია, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. ამიტომ, თბილისის N36 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი თამაზ ერქომაიშვილი მოსწავლეებს საინტერესო ექსპერიმენტებით ანებივრებს.
ცდის ჩატარებისას მოსწავლეები იღებენ ახალ ცოდნას, რწმუნდებიან ფიზიკურ თვისებებში, პრაქტიკულად ამოწმებენ თეორიული ცოდნის სიზუსტეს.
ამიტომ მასწავლებელი მოწაფეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, შესაბამისად ფიზიკის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოა.
იხილეთ ვიდეომასალა: