არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
19-02-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში ისტორიის მასწავლებლის - ნანა ზურაშვილის ხელმძღვანელობით, IX-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები დიდი სახელმწიფო მოღვაწის და ძლევამოსილი მხედართმთავარის დავით აღმაშენებელის ცხოვრების შესახებ, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.

მოსწავლეებმა შეისწავლეს და გააცოცხლეს დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი – მისი გამოწვევები, რეფორმები და ბრძოლები.

პრეზენტაციას ლაიტმოტივად გასდევდა ანა კალანდაძის უკვდავი ლექსი

„ფეხი დამადგით,

გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,

წყალობა ჰყავით...

საქართველოის ყოვლის მპყრობელმან

ვისურვე, დავით...“

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა სახელოვანი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მეფთ-მეფის გარდავალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203