„წიგნები - ფანჯარა უსაზღვრო სამყაროში“ - ფახულანის თემის N1 სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ
19-02-2025

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები საჯაროდ წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

მოზარდებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა და ერთხმად აღნიშნეს, რომ „წიგნები არის ფანჯარა უსაზღვრო სამყაროში“. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203