ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა 
20-02-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

თარიღთან დაკავშირებით, მე-4 კლასში ჩატარდა იტეგრირებული გაკვეთილი: მე და საზოგადოებასა და ისტორიაში თემაზე - „ჩვენი წინაპრები“. 

სასწავლო პროცესს წარუძღვა პედაგოგი სალომე კვირკელია, ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ხათუნა რუსიეშვილთან ერთად. 

გაკვეთილი დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიძღვნა. მოსწავლეება გაიაზრეს მეფეთ-მეფის ღვაწლი, როგორც დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და ძლევამოსილი მხედართმთავრის, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართვოს ისტორიაში.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ დავით IV-ის მეფობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღნიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203