„მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“ - თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი კონფერენცია-ზეიმი 
19-02-2025

თბილისის N39 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათ ისტორიის, წარსულის, ტრადიციების პატივისცემას ასწავლიან. 

ახლახან, მე-31 კლასში გაიმართა შთამბეჭდავი კონფერენცია-ზეიმი  - „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, მათ შორის შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მე-31 კლასის დამრიგებელი ნინო ჟორჟოლიანი გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს სასწავლო პროცესს საინტერესო ღონისძიებებით უმრავლფეროვნებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203