შორაპნის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს
19-02-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდან შთააგონებენ და მათი წიგნისრების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მზია ჯაფარიძის ხელმძღვანელობით  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ და გაიზიარეს სლოგანი - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“. 

მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ და ხმამაღლა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებები. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები. დიდი ინტერესი გამოიწვია მშობლების ჩართულობამ კითხვის პროცესში.

„მნიშვნელოვანია ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარონ და იკითხონ წიგნი, იმსჯელონ და გამოთქვან  საკუთარი აზრი წაკითხულის შესახებ“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203