ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კედლის გაზეთი მიუძღვნეს 
19-02-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადრების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. თარიღს სკოლაში საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა კედლის გაზეთის შექმნაზე იმუშავეს. კედლის გაზეთზე მოსწავლეებმა დიდი მეფის ცხოვრებას-მოღვაწეობაზე, გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებზე საინტერესო ცნობები დაიტანეს და აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მეფეთ-მეფის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი დეტალიც გაიგეს.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნეს. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203