ახმეტის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა კლასის საათი მეგობრობის თემას დაეთმო 
19-02-2025

ახმეტის N2 საჯარო სკოლის თბილი და მოსიყვარულე პედაგოგები ამ თბილი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან და მათ დამეგობრებასა და ჯანსაღ ურთიერთობებზე ზრუნავენ. 

ახლახან, სასკოლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“  მე-2 კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მეგობრობა“. აქტივობას კლასის ხელმძღვანელი ეკა ჭაბუკაშვილი ხელმძღვანელობდა. 

როგორც პედაგოგი გვეუბნება, ამ  საინტერესო სასწავლო აქტივობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი აქვს :

1. სოციალური და ემოციური უნარების განვითარება - მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და ნდობას.

2. მოტორული უნარების განვითარება - ბრმად ხატვა ეხმარება მოსწავლეებს:

- სივრცითი ორიენტაციის გაუმჯობესებაში;

- ხელის მოტორიკის დახვეწაში ;

- კოორდინაციის განვითარებაში.

3. გართობა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა - სახალისო აქტივობა ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას.

4.თვითშეფასებისა და თვითრწმენის განვითარება - მოსწავლეები სწავლობენ, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია და მნიშვნელოვანია თავად პროცესში მონაწილეობა.

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...