„დავითობა 2025“ - მეფეთ-მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული და საინტერესო ვიქტორინა დმანისის N2 საჯარო სკოლაში
19-02-2025

დმანისის N2 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

თებერვლის პირველ რიცხვებში სკოლაში ჩატარდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული. 

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, მათ შორის, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ვიქტორინა - „დავითობა 2025“, რომელიც მოიცავდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ შეკითხვებს, ესეების კონკურსსა და მე-6 კლასის მოსწავლეების ნახატების გამოფენას. ღონისძიების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სკოლის ადმინისტრაციამ სიგელებით დააჯილდოვა. 

ღონისძიება დაგეგმა და ჩაატარა სკოლის ისტორიის მასწავლებლმა, დიანა კარალოვამ.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...