„დიდი დავით აღმაშენებელი“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მეფეთ-მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შთამბეჭადავი ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
19-02-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. თარიღს გამოეხმაურნენ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში, სადაც  ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „დიდი დავით აღმაშენებელი“.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ნაზი ხუციშვილმა და ისტორიის პედაგოგმა - სერგო ბერიძემ მოსწავლეებს გააცნეს და შეახსენეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიული და ლიტერატურული ფაქტები.

მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და შექმნეს თვალსაჩინოება.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს საინტერესო ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203