
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია როლური თამაშები, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესოა.
ახლახან, მე-2 კლასელებმა თემა - მეწყერი, როლური თამაშის გამოყენებით შეისწავლეს.
„გორელოვკა ტვ“-ის პატარა ჟურნალისტებმა მაყურებელს ბუნებრივი კატაკლიზმის - მეწყერის გამომწვევ მიზეზებზე უამბეს, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები აუხსნეს და გარემოს დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
იხილეთ ვიდეო