
გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევაია. პატარები მრავალფეროვან, სახალისო აქტივობებში არიან ჩართულნი და დავალებებს დიდი შემართებით ასრულებენ.
მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა შემოქმედებითი ტიპის დავალებები.
ახლახან მეორეკლასელმა ელენიკომ შექმნა მაკეტი „ჩემი ეზო“. ყოჩაღმა ელენიკომ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციაც ჩაატარა და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: