„ელენიკოს ბავშვთა ქალაქი“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასელის მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში
19-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. სახალისო აქტივობებით განებივრებული მე-2 კლასელები მოტივაციით გამოირჩევიან. 

ახლახან, მე-2 კლასელებმა გიორგი კეკელიძის მოთხრობა - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“ ისწავლეს და შთაგონებულებმა თავადაც შექმნეს სამგანზომილებიანი წიგნი. 

პატარა ელენიკო საკუთარი ნამუშევრის - „ელენიკოს ბავშვთა ქალაქი“ პრეზენტაციას ატარებს, საოცარი მჭერმეტყველებით გადმოსცემს მისეულ ისტორიას და აღნიშნავს, რომ სიამოვნებით იცხოვრებს მის შექმნილ ბავშვთა ქალაქში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203