ჟახუნდერის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა
18-02-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჟახუნდერის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულების სასკოლო ცხოვრებაში.

პროფესიონალი, მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგების ძალისხმევით, ბავშვები იღებენ საფუძვლიან განათლებას, რაც საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სხვადასხვა შემეცნებით პროექტში მათ აქტიურ ჩართულობაში გამოიხატება.

მათ შორისაა, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეული, რომელსაც ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიხარულით შეუერთდნენ - წაიკითხეს ამონარიდები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ სწორედ წიგნის სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203