
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გაკვეთილები სასწავლო-შემეცნებითთან ერთად გაჯერებულია სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ამის ნათელი მაგალითია, მე-5 კლასელთა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა თემა -„პირობითი ნიშნები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში“ სახალისო აქტივობებით შეისწავლეს.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო, მათ დიდი მონდომებით იმუშავეს აქტივობაზე და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: