
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
13 თებერვალს, ერკეთის საჯარო სკოლაში მოეწყო ინტელექტუალური შოუ - „ყველაზე ჭკვიანი მეექვსეკლასელი“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კონკურენტულ გარემოში მუშაობის უნარის გამომუშავება და ცოდნის დემონსტრირება.
თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. სკოლის „ყველაზე ჭკვიანი მეექვსეკლასელის“ ტიტული მოიპოვა თეკლა ჯინჭარაძემ.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც.
იხილეთ ფოტოები: