თბილისის N39 სკოლაში 28 წარჩინებულ კურსდამთავრებულს მედლები საზეიმოდ გადაეცა
18-02-2025

თბილისის N39 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათი წარმატება სკოლის დირექციის და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულია. 

ახლახან, სკოლაში წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო საღამო მოეწყო. 

სკოლის 2022-2023 წლის 28 კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში გადაეცა ოქროს და ვერცხლის მედლები. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატება მიულოცეს, ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს და აღნიშნეს მათი პედაგოგების წვლილი მათ განათლებაში.

„მადლობა იმ პედაგოგებს და მშობლებს, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის თქვენს წარმატებაში. თქვენ ჩვენი ქვეყნის საამაყო და ნათელი მომავალი ხართ გვიყვარხართ, გვიხარიხართ და გვეამაყებით ჩვენო ძვირფასებო და განსაკუთრებულებო“,- აღნიშნავენ სკოლაში 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203