სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელებმა ცოდნა უმცროსკლასელებს გაუზიარეს
18-02-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს. 

პედაგოგ ეკა ქუშაშვილის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს ეს დღე.

„უფროს კლასელებმა დოკუმენტური ფილმის ნახვით მიიღეს სირმისეული ინფორმაცია დავით აღმაშენებლისა და იმ ეპოქის შესახებ, შემდგომ კი ეს ცოდნა V-VI კლასის მოსწავლეებს გაუზიარეს. გააცნეს აღმაშენებელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები და უპასუხეს მათ დასმულ კითხვებს. წარმატებები ჩვენს ყოჩაღ მასწავლებელს ყოჩაღ მოსწავლეებთან ერთად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოდოებულ ინფორმაციაში. 


იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203