ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის პედაგოგმა - ზვიად შამათავამ მასწავლებლებს შორის გამართულ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში მე-2 ადგილი დაიკავა 
18-02-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებს კი მაგალითს თავად პედაგოგები აძლევენ, რომლებიც სპორტულ ცხოვრებას მისდევენ. 

ახლახან, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში, მასწავლებლებს შორის გაიმართა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.

ტურნირში მონაწილეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მასწავლებელი - ზვიად შამათავა, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მასწავლებლის აქტიურობა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...