მეძიბნის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ღვაწლი ღონისძიებით აღინიშნა
18-02-2025

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

7 თებერვალს, მეძიბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით გაიმართა დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დავით აღმაშენებელი 900 წელი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება იყო მეტად საინტერესო და ღირებული. მოსწავლეება მეფეთ-მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს, ისაუბრეს სახელოვანი მეფის რეფორმებზე და აღნიშნეს მისი წვლილი ქართველი ერის წინაშე. 

აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მისი გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...