დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია უფლისციხის საჯარო სკოლაში
18-02-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვაბი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებების ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი - „დავითის ტრიუმფალური გამარჯვებები“, ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე - „დავით აღმაშენებლის რეფორმები და თანამედროვეობა“. მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და გააკეთეს პრეზენტაციები.

კვირეული მოწაფეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მეფეთ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს, ცოდნა გაიმდიდრეს და აღნიშნეს წმინდადან შერაცხული მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 

აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203