
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტული ღონისძიებით სპასოვკის N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. სკოლაში გაიმართა ამხანაგური თამაში მაგიდის ჩოგბურთში.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ როგორც გორელოვკის N3 ისე სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
გორელოვკის N3 სკოლაში მადლობას უხდიან მასპინძელ სკოლას, მასწავლებელსა და მოსწავლეებს ღონისძიების ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტოები: