სიყვარულის დღესასწაული ხულგუმოს საჯარო სკოლაში
18-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა სურვილები და ინტერესები გათვალისწინებული და მხარდაჭერილია. 

14 თებერვალს, სკოლაში ვალენტინობის დღესასწაული აღინიშნა. სადღესასწაულო ატმოსფეროზე თავად დირექციამ იზრუნა. დერეფანში ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ინიციატივით, სიყვარულის დღის მისალოცი სიმღერა გაისმა. 

თვითმმართველობის ხელმძღვანელის - ანნა ეპრიკიანის ინიციატივითა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ანნა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა მომზადეს სურვილების ყუთი, მისალოცი ბარათები, წაიკითხეს ლექსები, თემატური სიტყვები.

საშუალო კლასებიც მონაწილეობდნენ პოსტერების მომზადებაში. აქტივობას ბავშვები შემოქმედებითად მიუდგნენ, მათი ნამუშევრები გამოვიდა ძალიან ლამაზი და საინტერესო, თავისი შინაარსით.

ლამაზი დღესასწაულის საზეიმო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასწავლებლებიც. 

აღსანიშნავია, რომ წინა კვირაში სურბ სარქისის დღესასწაულიც აღინიშნა, რასთან დაკავშირებითაც მოსწავლეებმა მარილიანი კვერებიც მიირთვეს და დღესასწაულთან დაკავშირებული ისტორიებიც გაიხსენეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203