თბილისის N28 სკოლის მე-3 კლასელები საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
18-02-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, სკოლის მე- 3 კლასის მოსწავლეებს და კლასის ხელმძღვანელს 2024 წლის მაისში, ჭადრაკის სასახლეში გამართულ ნონა გაფრინდაშვილის სახლობის I სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის გადაეცათ სერტიფიკატები. 

დაჯილდოვდნენ მოსწავლეები - ლუკა ღვინიაშვილი, მარიამ მუსელიანი, ოთო მათიაშვილი და კონსტანტინე ჩიქოვანი და ასევე გუნდის კაპიტანი, პედაგოგი ქეთინო მელიქიშვილი. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203