ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანი ზურაბიანი და ნინო ბენდელიანი რესპუბლიკურ კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
18-02-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა პროექტსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად მონაწილეობენ. 

15 თებერვალს, ქ.ქუთაისში ჩატარდა I რესპუბლიკური კონფერენცია - „რვალის მჭედლები“. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ჩოლურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - ანი ზურაბიანი და ნინო ბენდელიანი.

მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

საუკეთესო თემისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

მოსწავლეთა თემის ხელმღვანელი ისტორიის მასწავლებელი ი.ონიანი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203