გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვეტერინარის როლი მოირგეს
18-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

სასწავლო მეთოდებს შორის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისოა როლური თამაშები. 

ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე თემა - „ვეტერინარის ერთი დღის აღწერა“ როლური თამაშის გამოყენებით შეისწავლეს. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე ვეტერინარის როლი მოირგეს. აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ - პედაგოგი არმინე აბელიანი და ბილინგური სწავლების სპეციალისტი ვერა სარქისიანი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203