
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან.
ახლახან, მე-2 კლასელებმა საპროგრამო მასალით ლექსი „ხაბაზი“ შეისწავლეს და მხატვრული კითხვის ოსტატობასაც დაეუფლნენ.
ყოჩაღი მე-2 კლასელების მხატვრულად წაკითხული ლექსი საამაყო სანახავია, სკოლაშიც ამაყობენ მოსწავლეთა აქტიურობითა და შემოქმედებითობით და ვიდეომასალას სიხარულით გვიზიარებენ.