ერკეთის საჯარო სკოლაში წაიკითხეს ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები და მათ მთავარ სათქმელზე იმსჯელეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლაში აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გაიმართა საჯაროდ კითხვის დღე. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ბოლოს კი მოეწყო წაკითხული ტექსტების განხილვა, მოსწავლეებმა იმსჯელეს მთავარ სათქმელზე და ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: