ვანთის საჯარო სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
18-02-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში სხვადახვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნა. 

ვანთის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა, ტექნოლოგიების მასწავლებელის - ნათია საგინაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა, წარადგინეს პრეზენტაცია და დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.

მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

უსაფრთხო ინტერნეტის დღე (Safer Internet Day) ყოველწლიურად 5 თებერვალს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. იგი წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...