თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის - ნინო მარკოზაშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს ისტორიული, შემეცნებითი ღონისძიება.
მათ მოიძიეს წყაროები, ფოტომასალა, რომელიც დავით IV სამეფო მოღვაწეობის შესახებ მიაწვდიდა მსმენელს ინფორმაციას. მოსწავლეებმა შეაჯერეს ტექსტი, დაურთეს ფოტოები და მოაწყვეს პრეზენტაცია.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მეფეთ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ხოტბა შეასხეს მის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საქართველოში 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: