
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლსებიდანვე შთააგონებენ და კითხვის კულტურას ასწავლიან.
შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე პირველკლასელებმა დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბიბლიოთეკის მკითხველთა გრძელ სიას პირველკლასელებიც შეუერთდნენ და ტექსტები ხმამაღლა წაიკითხეს და კითხვის სიხარული ერთმანეთს გაუზიარეს.
პირველკლასელთა დამრიგებელი მზია ბარამაძე მოსწავლეთა აქტიურობით ამაყობს.
„წარმატებები ჩემო მერცხლებო! მიყვარხართ ყველა ძალიან“,- წერს პედაგოგი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ვიდეო: