დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლემ შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინა  - მკითხველთა წრის შეხვედრები გრძელდება
17-02-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის, დეხვირის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; მასწავლებლები და დირექცია ცდილობენ, ბავშვები მხოლოდ საგნობრივი ცოდნით არ შემოიფარგლონ, არამედ მაქსიმალურად გაიფართოონ თვალსაწიერი, რისთვისაც ეწყობა საინტერესო აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოქმედებს მკითხველთა წრე „ლიტერატურული ოაზისი“, რომლის საშუალებითაც ბევრმა მოსწავლემ შეიყვარა წიგნი.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თამარ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით გრძელდება აქტიური შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლემ, ანა გუგავამ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“. 

მოსწავლემ საინტერესოდ ისაუბრა მოთხრობის ძირითად შინაარსსა და საკვანძო საკითხებზე; ასევე  შექმნა ულამაზესი ნახატი - „ჩემი თვალით დანახული მთავარი პერსონაჟი“. 

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო თემატური კინოჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართა საინტერესო დისკუსია, დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრა წიგნსა და ფილმს შორის მსგავსება-სხვაობაზე

„ლიტერატურული ოაზისის“ მიზანია: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება. მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება. კულტურათაშორისი კავშირების ძიება, კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მოსწავლეთა აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება.   

წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ „ლიტერატურული ოაზისის“ თითოეულ წევრს, მათ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203