ქუთაისის №4 სკოლის მოსწავლეებს თემაზე -„კარიერული და პროფესიული ორიენტაცია. ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები“, მასტერკლასი ჩაუტარდათ
18-02-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ახლახან, ქუთაისის №4 საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, დირექციის (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე  ბექა ძოწენიძე) მიწვევით, ესტუმრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის რეგიონული სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორანტი და აწსუ-ს ლექტორი ეკა ლეჟავა.

სტუმარმა წარმართა საინტერესო ინტერაქტიული მასტერკლასი თემაზე - „კარიერული და პროფესიული ორიენტაცია. ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები“.

შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მოსწავლეებთან განიხილა შემდეგი საკითხები:

  • კარიერული წინსვლის თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები;
  • პროფესიული განვითარების გზები და სტრატეგიები;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპები და მათი პრაქტიკული გამოყენება;
  • შრომის ბაზრის აქტუალური ტენდენციები და მოთხოვნები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მასტერკლასმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას კარიერული განვითარებისა და პროფესიული კომუნიკაციის მიმართულებით.    

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203