
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი, საინეტრესო და სახალისო აქტივობებით.
პედაგოგი სწავლებისას მოწაფეებს მრავალფეროვან სასწავლო რესურსს სთავაზობს და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევ გაკვეთილებს სთავაზობს.
ახლახან, მე-4 კლასელებმა, ინგლისურის გაკვეთილზე შექმნეს პლაკატი ტანსაცმლის შესახებ.
მოსწავლეებმა სიტყვათა მარაგი გაიმდიდრეს და გრამატიკული მასალაც ხალისით დაისწავლეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო