„ლოგიკა და მათემატიკა“ - უშგულის საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა 
17-02-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების, ლოგიკური აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლის - ლიანა სამნიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით - „ლოგიკა და მათემატიკა“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ V, VI, VII, VIII, IX და XI კლასების მოსწავლეები, რომლებიც გუნდებად იყვნენ დაყოფილი. 

მონაწილეობდნენ გუნდები „მარტო კაცი“ (XI კლასი), „კაცები“ (IX კლასი), „ფიბონაჩი -1, 1, 2, 3, 5...“ (VIII კლასი) და „ახალბედები“ (V, VI და VII კლასები).

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • I ადგილი - „ფიბონაჩი-1,1,2,3,5, ...“;
  • II ადგილი - „ახალბედები“;
  • III ადგილი - „მარტო კაცი“;
  • IV ადგილი - „კაცები“.

გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები გადაეცათ, მონაწილე მოსწავლეებს კი -  სიგელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...