თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ჰოკეის თამაშს დაესწრნენ
17-02-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეები ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას სტუმრობდნენ, ყინულის სასახლეში ბავშვებმა ჩეხეთი:უკრაინის ჰოკეის თამაში ნახეს. 

მოსწავლეებმა თან ახლდნენ პედაგოგები - გრიგოლ სოფრომაძე, ასმათ იობაშვილი და ქეთევან დავლიანიძე. 

მოსწავლეები თამაშიდან შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი მასპინძლობენ. მასშტაბური სპორტული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სტუმრობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203