ქუთაისის №4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე, გამორჩეული ფრანკოფონი, ანა ალავიძე ეროვნული სასწავლო ოლიპიადის ფინალისტია
17-02-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მე-2 უცოურ ენად ფრანგულს სწავლობენ. სკოლა მათ ენის ხარისხიან სწავლებას სთავაზობს, რაც მოსწავლეთა წარმატებაზე აისახება. 

მათ შორისაა, IX კლასის მოსწავლე, გამორჩეული ფრანკოფონი, ანა ალავიძე, რომელიც ეროვნული სასწავლო ოლიპიადის სამგზის მონაწილეა. მიმდინარე წელს ანამ პირველ ორ ტურში თავისი საუკეთესო შედეგები აჩვენა და რეიტინგული ქულებით მოწინავეთა რიგებშია.

მოსწავლის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მის პედაგოგს. 

ანას ფრანგული ენის პედაგოგი, მანანა ნაროუშვილი, აკადემიური პალმის ორდენის კავალერის ტიტულის მლობელია. ამ ორდენს გადასცემენ მოქალაქეებს განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისათვის. ანა და ქალბატონი მანანა მუხლჩაუხრელი მუშაობენ საფინალო გამარჯვებისთვის.

„წინ მესამე ტურია! მოტივირებულ მოსწავლესა და წარმატებულ, კომპეტენტურ, შრომისმოყვარე მასწავლებელს საბოლოო შედეგისთვის ვუსურვებთ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლესა და მის მასწავლებლელს აქტიურად გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203