პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლი ღონისძიებით აღნიშნეს 
14-02-2025

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტრიის ხარისხიან სწვლებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკევეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

შესახბამისად, რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადრების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, დაამზადეს კედლის გაზეთი, გაიმართა საგანმანათლებლო საუბარი დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელსაც წარუძღვნა ისტორიის მასწავლებელი. 

მოსწავლეებმა მეფეთ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ნაკებად ცნობილი ინფორმაცია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. შეისწავლეს დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი – მისი მიღწევები, რეფორმები და ბრძოლები. კიდე ერთხელ გაიაზრეს მისი როლი საქართველოს ისტორიაში და მის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე ხოტბა შეასხეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...