ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა სახალისო კლასგარეშე აქტივობა და ხილით შექმნილი პერსონაჟები
14-02-2025

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით ანებივრებენ. 

ახლახან, IX კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად, კლასგარეშე აქტივობა განახორციელეს.

ვაჟების და გოგონების გუნდებმა ხილისაგან შექმნეს მხიარული პერსონაჟები.

გამარჯვებული გუნდი პედაგოგმა წიგნით დააჯილდოვა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციაზე დედებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203