„დავითობა-900“ - დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კვირეული და შთამბეჭდავი კონფერენცია ნავარძეთის საჯარო სკოლაში
14-02-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. 

ამ გამორჩეულ თარიღთან დაკავშირებით, ნავარძეთის საჯარო სკოლაში დაიგეგმა კვირეული „დავითობა-900“.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს უდიდესი ქართველი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი რეფორმების, კულტურული განვითარების და ბრძოლების ამსახველი კონფერენცია, აუდიო-ვიდეო მასალის გამოყენებით, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

„მეფე დავითი, სრულიად გამორჩეული ფიგურაა საქართველოს ისტორიაში „რომელსა ვერავინძველთა და ახალთა მეფეთა ემსგავსა“, დღეს დავითის მემკვიდრეობა არ არის, მხოლოდ წარსული, ის შთაგონების წყაროა თითოეული ჩვენთაგანისთვის.  ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობა, რომელიც აღმაშენებელმა დაგვიტოვა. ღრმად განსწავლული და უებრო მჭერმეტყველი, ქრისტიანობის დაცვისათვის „მესიის მახვილით“ წოდებული, საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და მეფეთ მეფის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს დავით IV-იდ გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...