პროექტი „ჩემი საიდუმლო წიგნი“-თბილისის N117 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლალი ჯღარკავამ პირველკლასელებთან საინტერესო აქტივობა ჩაატარა
14-02-2025
თბილისის N117 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლალი ჯღარკავამ საინტერესო პროექტი ჩაატარა პირველკლასელებთან.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 1დ კლასის დამრიგებელმა, ლალი ჯღარკავამ საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარა პროექტი - „ჩემი საიდუმლო წიგნი".

მოსწავლეებმა თანატოლებს გააცნეს სხვადასხვა ნაწარმოებები, რითაც სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გახდა და გაღრმავდა მათი ჩართულობა.

პროექტის მიზანი კითხვის პოპულარიზაცია, მსმენელის წინაშე ამბის საინტერესოდა გადმოცემა და პრეზენტაციის უნარების განვითარება იყო.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203