თივის საჯარო სკოლის მასწავლებლები მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
14-02-2025

ყვარელში, ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელობით, მასწავლებელთა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლა შეუერთდა.

კონფერენციის თემა იყო - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“ და მიზნად ისახავდა. 

  • საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებას;
  • ახალი ცოდნის მიღებას;
  • მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას;
  •  პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებას.

თივის საჯარო სკოლის სახელით კონფერენციაზე წარდგნენ ქართული ენისა და ლიტერატურის და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები - ქეთევან ჯიბღაშვილი, მაკა ტურიაშვილი და ია ჟონჟოლაძე.

მასწავლებლებმა კონფერენციაზე წარადგინეს ინტეგრირებული პროექტის - „ამეტყველებული ბუნება ქართულ ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში“ პრეზენტაცია.

პედაგოგებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...