„რობინზონ კრუზოს დღიური“- ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნი შექმნეს
14-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით და ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე ხელნაკეთი ილუსტრირებული წიგნი „რობინზონ კრუზოს დღიური“ დაამზადეს. მათ მოვალეობები გაინაწილეს და თავიანთი უნარები კარგად წარმოაჩინეს.

მოსწავლეები სამუშაო პროცესში ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. აქტივობა მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ შეისწავლეს სად ცხოვრობდა და როგორ ატარებდა დროს რობინზონ კრუზო და დღიურში აღწერეს. საინტერეოა მათი შექმნილი ილუსტრაციებიც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203