ფოთის N7 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვიქტორინა მიეძღვნა 
14-02-2025

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლაში გაიმართა დავითობისადმი მიძღვნილი ვიქტორინა მხატვრული ელემენტებით - „მეფე ღირსეული“.

მასში მონაწილეობდა VIII-XI კლასელთა 6 გუნდი.

ღონისძიებას ესწრებოდა რესურსცენტრის უფროსი ლანა ტუღუში.

თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველადგილოსანი გუნდის წევრებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, II და III ადგილის მფლობელები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მეფეთ მეფის გრადაცვალებიდან 900 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203